ახალი ამბები
ფოთში კონტეინერების კონტროლის სპეციალური სამსახური შეიქმნა

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში კონტეინერების კონტროლის სპეციალური სამსახური შეიქმნა. იგი შემოსავლების სამსახურის საპატრულო პოლიციისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებით დაკომპლექტდა.მათ ორ კვირიანი გადამზადების კურსი გაიარეს.
ტრენინგებს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციების ექსპერტები უძღვებოდნენ.

პროგრამა პირველად ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ამოქმედდა.
სამომავალოდ კი მისი გახსნა ბათუმშიც იგეგმება. აღნიშნული სამსახაურის შექმნა ყველა სახის ტვირთის გაკონტროლებას უზრუნველყოფს.