ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ალექსანდრე თოფურია აირჩიეს

13 ხმით ერთის წინააღმდეგ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ალექსანდრე თოფურია აირჩიეს. იგი წინა მოწვევის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, ბოლო პერიოდში კი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, ალექსანდრე თოფურიას არჩევას დარბაზში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა იგი არაკვალიფიციურობაში დაადანაშაულეს. 

“მეცხრე ტალღის” მასალების გამოყენებისას ვითხოვთ, რომ მოიხსენიოთ ,,მეცხრე ტალღა” და დაურთოთ დამაკავშირებელი მუდმივი ბმული http://nwbc.ge.