ახალი ამბები
რეიდები ფოთში

ბოლო 2 დღეა ფოთში რეიდები მიმდინარეობს. ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. ასევე ითხოვენ მგზავრთა დოკუმენტაციას და ამოწმებენ საბარგულებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი წლებია ფოთში არ დაფიქსირებულა. პროცესს ისინი არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი ამას დადებითად აფასებს, ნაწილს კი მიზანშეუწონლად მიაჩნია. მომხდართან დაკავშირებით ფოთის პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ , რომ პროცესს შსს მათგან დამოუკიდებლად ახორციელებს, მათი თქმით ქალაქში მშვიდი და სტაბილური ვითარებაა და კრიმინალი არ გაზრდილა. 

“მეცხრე ტალღის” მასალების გამოყენებისას ვითხოვთ, რომ მოიხსენიოთ ,,მეცხრე ტალღა” და დაურთოთ დამაკავშირებელი მუდმივი ბმული http://nwbc.ge.