ახალი ამბები
ადიდებულმა მდ.რიონმა ფერდობის დამცავი ჯებირი წაიღო

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა, ფოთში მეშვიდე კილომეტრზე მდებარე ფერდობის დამცავი ჯებირი წაიღო. მომხდარს მოსახლეობისათვის განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა თუ სარეაბილიტაციო სამუშოები დროულად არ განხორციელდა, შესაძლოა რღვევა გაგრძელდეს, რიონი კალაპოტიდან გადმოვიდეს და მიმდებარე ტერიოტორია დაიტბოროს. ადგილზე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია.

“მეცხრე ტალღის” მასალების გამოყენებისას ვითხოვთ, რომ მოიხსენიოთ ,,მეცხრე ტალღა” და დაურთოთ დამაკავშირებელი მუდმივი ბმული http://nwbc.ge.